Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროა, რომ ინტერპოლით ძებნილი ადამიანები კომფორტულად არიან მოკალათებული უკრაინის მთავრობაში
ipn.ge
21 December 2014, 11:20
ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ ძებნილი, ინტერპოლით ძებნილი ადამიანები კომფორტულად არიან მოკალათებული უკრაინის მთავრობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სამტრედიაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელი ხალხი საქართველოსთვის ძალიან ძვირფასია.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ ძებნილი, ინტერპოლით ძებნილი ადამიანები კომფორტულად არიან მოკალათებული უკრაინის მთავრობაში. ეს საზიანოა უკრაინის მთავრობისთვის, მათი იმიჯისთვის. უკრაინის მთავრობას ჩვენ მხარს ვუჭერთ, პირადად ვესაუბრე პრეზიდენტ პოროშენკოს და პრემიერ იაცენიუკს, ვუთხარი, რომ ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს და არ არის სასიამოვნო. მე ვერ ავუხსნი ქართველ ხალხს, რატომ შეიძლება დაინიშნოს ჩვენი მეგობარი უკრაინის მთავრობაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო, რომლის დროსაც 300 ათასი ადამიანი გასამართლდა, ან ვანო მერაბიშვილის მოადგილე, რომელიც იყო წლების განმავლობაში იმ დანაშაულებრივი რეჟიმის გამამართლებელი. ეს პირველ რიგში მათთვის არის დამაზიანებელი, რადგან რაც საქართველოში ხდებოდა, ეს იყო სასტიკი რეჟიმი. სამწუხაროა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, ეს არის მათი სუვერენული უფლება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი უკრიანისთვის არ იქნება სასარგებლო.
"როგორ შეიძლება, ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელმაც პრაქტიკულად დაანგრია ჯანდაცვის სისტემა საქართველოში, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდეს. ეს არის მათი არჩევანი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ უკრაინის მთავრობას, მაგრამ მსგავსი ნაბიჯები არ იქნება სასარგებლო ჩვენს ურთიერთობებში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი